დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
18-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა.
ამ თარიღს სტენდი და კათედრის კედლის გაზეთი მიეძღვნა. გარდა ამისა,საჩვენებელი და კომპლექსური დავალებები Vა, Vბ,VIგ, VIIIგ, XIა და VIბ კლასებში ჩატარდა. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, კვირეულის ფარგლებში, საკონკურსოდ მომზადებული ნამუშევრი, რომელიც სკოლაში არსებული თექის შემსწავლელი კლუბის „ოქროსაქმის" მასწავლებელმა ნარგიზა შავგულიძემ და მისმა მოსწავლე ლიზი კეთილაძემ დაამზადეს.
„ნამუშევარი ძალზედ სიმბოლური დატვირთვით დაამზადეს. თექით დამზადებული წარმოდგენილი კომპოზიცია არის ლადო ასათიანის სიტყვების გაცხადება „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ!..." ქართული ტრადიციული ორნამენტით საქართველოს მთების ზედაპირია გამოსახული (ყავისფერ-მწვანე ფერებით), მასზე დავიტანეთ ია, რომელიც გიორგი ლეონიძის მოსაზრებით „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ამოდის..." დედა ენა ხომ დედასავით საყვარელია, გარდა ამისა, ბატონი ოტიაც გვასწავლიდა: „თუ სამშობლო მართლა გიყვარს, ყოველ გაზაფხულზე ხელისგულისოდენა ორმო ამოთხარე, ჩუმად შიგ ჩასძახე ჯადოსნური სიტყვა: „მიყვარხარ" და იმ ადგილას ყოველ გაზაფხულზე ია ამოვა". ალბათ, სიმბოლურია გაზაფხულზე - სიცოცხლის განახლების დროს, დედის დღის და დედა ენის აღნიშვნა. ჩვენი კომპოზიციაც სწორედ ამას ასახავს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს