„ვეფხისტყაოსნის სიბრძნე“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
18-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, დედაენის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები გაიმართა. 

მე-6 კლასში, საგაკვეთილო თემასთან - „ვეფხისტყაოსანი“ და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიან მიზნებთან (კომპლექსური დავალება) კავშირში საჩვენებელი გაკვეთილი - „ვეფხისტყაოსნის სიბრძნე“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა გაითავისეს რა არის აფორიზმი და ისინი სხვადასხვა თვალსაჩინოების გზით შეისწავლეს, შემდეგ კი აფორიზმების მათეული გაგება პოსტერების სახით წარმოადგინეს.

მათ პოსტერებზე აფორიზმების საინტერესო განმარტებები, მაგალითები და სხვადასხვა ნაწარმოებებთან კავშირები დაიტანეს. 

„ჩატარებულმა გაკვეთილმა ცხადყო, რომ მოსწავლეებმა გაიგეს, გაითავისეს და გაიაზრეს საგაკვეთილო თემა. ბოლოს კი დაადგინეს, რომ ,,ვეფხისტყაოსანი"უკვდავი პოემაა, რომლისგანაც სიბრძნის წყარო მოედინება და მოსწავლეები ვალდებულია დაეწაფონ მას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203