განთიადის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მიეძღვნა
19-04-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და ისტორიულ ჭრილში განიხილეს 14 აპრილის მნიშვნელობა და ქართული დამწერლობის საფეხურები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრები განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს, აღსანიშნავია, რომ მოსწავეებმა ხელნაწერებზე მზია მასწავლებლის რეკომენდაციებით იმუშავეს. 

ასევე მოსწავლეება მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, რამაც კიდევ უფრო ემოციური გახადა შეხვედრა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნათია მახარაძემ, ბავშვებს კიდევ ერთხელ განუმარტა რა არის ბარბარიზმები და მის ხშირ გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები შეახსენა. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას მე-9 კლასის მოსწავლეებიც შეურთდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ სასიამოვნოდ და პროდუქტიულად ჩაირა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203