განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
19-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, პედაგოგებმა მოსწავლეებს სახალისო აქტივობები შესთავაზეს.
მეორე კლასის პედაგოგის - ქეთევან ზოიძისა და ხელოვნების მასწავლებლის მზია ყურშუბაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
პატარებმა მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს ასევე, აქტივობაზე - „ნორჩი კალიგრაფები“, იმუშავეს და ქართული ენისადმი მიძღვნილ გამონათქვამებზე კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სიხარულით აღნიშნეს მშობლიური ენის დღე და შეთავაზებულ აქტივობებში სიამოვნებით ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს