კორბოულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსმენელებს ულამაზესი საღამო აჩუქეს
27-04-2018
კორბოულის N2 საჯარო სკოლამ და საჩხერის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლამ ერთობლივი სასწავლო პროექტი - „აღდგომიდან ამაღლებამდე“ განახორციელეს. პროექტს მუსიკის პედაგოგი ირმა ზაბახიძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებას კორბოულის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და სამუსიკო სკოლიდან მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ორივე სკოლის მოსწავლეებმა მსმენელებს ულამაზესი საღამო აჩუქეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს