ჭვინთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა „აზროვნების ექვსი ქუდი“ მოირგეს და „უფლისწული და მათხოვარი“ განიხილეს
18-04-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განმტკიცებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდს ხშირად აცნობს. 

მან მე-5 კლასის მოსწავლეებს მორიგი საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა. ამჯერად, მეხუთეკლასელებმა ე.წ ბონეს „აზროვნების ექვსი ქუდი“ მოირგეს. გაითავისეს სხვადასხვა როლი და ერთ-ერთი პრობლემა, ბავშვთა უფლებების შესახებ კრიტიკულად გაიაზრეს. 

მეთოდის - „აზროვნების ექვსი ქუდი“ გამოყენებით, მათ ერთ-ერთი მოთხრობა გააანალიზეს და მის შესახებ იმსჯელეს.

„მეხუთეკლასელებმა მოთხრობა - „უფლისწული და მათხოვარი“ განიხილეს -  გაიხსენეს მთავარი პერსონაჟის, ტომ კენტის უფლებების შელახვის მომენტები და კრიტიკული აზროვნების ამ მეთოდის გამოყენებით შეძლეს პრობლემის სხვადასხვა ჭრილში დანახვა და გადაწყვეტა“, - გვიყვებიან სკოლაში.

პედაგოგის თქმით, მოსწავლეებს მოსწონთ ასეთი ხასიათის აქტივობებით ჩატარებული გაკვეთილები, რაც სძენს მათ თავდაჯერებულობასა და უვითარებს სააზროვნო უნარ-ჩვევებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203