ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ჩემპიონატში წარმატებას მიაღწიეს
19-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და მოტივაციით გამოირჩევიან, ისინი სკოლას სიმაყის საბაბს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციისა და ტყიბულის სპორტული ცენტრის ჩატარებულ ქალაქის ჩემპიონატზე, დამწყებ მოჭადრაკეთა შორის, I და I კლასის მოსწავლეებმა - ნინი ბოჭორიშვილმა და ილია მურუსიძემ იასპარეზეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებას მიაღწიეს. 

ჩემპიონატზე ილია მურუსიძემ (დამრიგებელი ლია ყურულოვი) მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ნინი ბოჭორიშვილმა (დამრიგებელი ლია ბარაბაქაძე) კი - მესამე ადგილი.

მოსწავლეთა ჭადრაკის მასწავლებელი ლია ბარბაქაძეა, ის მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203