„ენა ქართული - საამო და საგალობელი“ - ღონისძიება-პერფორმანსი ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
19-04-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის I კლასში, ღონისძიება -პერფორმანსი  - „ენა ქართული - საამო და საგალობელი“, გაიმართა. 

ღონისძიებას, Iკლასის დამრიგებელი ლია ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა, სცენაზე ნამდვილი ქართული ცეცხლი დაანთეს. 

პატარებმა დედაენის დღის არსი გაიაზრეს და განსაზღვრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია ქართველი ერისთვის.

დამრიგებელმა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს დედა ენის დღე მიულოცა. 

„ეროვნული სულისკვეთებით ანთებული გოგო-ბიჭების დამსახურებით სულ იქნება ჩვენს მამულში აი ია, აი ია“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203