„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ - ტყიბულის N6 სკოლის III კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა
19-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ - ამ სახელწოდების აქტივობა IIIა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მარიამ მაცაბერიძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს. ისინი დედაენის დღესთან დაკავშირებით, კვირეულში ჩაერთვნენ, რომლის ფარგლებშიც მოაწყვეს კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, კითხვის კონკურსი, საინფორმაციო გაკვეთილი თემაზე - „რატომ დაარსდა დედაენის დღე“.
კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს