„ენა დედაა ერისა“- ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
18-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ დღისადმი მიღვნილი ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“, II კლასმა დამრიგებელ ნინო რიჟამაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა. საგანგებოდ მორთულ დარბაზში პატარებმა პრეზენტაცია წარადგინეს, ლექსები წაიკითხეს და თემატური სიმღერები შეასრულეს.
ასევე, მოეწყო ხელნაწერების გამოფენა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203