საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეებმა ტრადიციულად სააღდგომო საქველმოქმედო აქცია გამართეს
18-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საერო სკოლის - „ფარნავაზი“, მოსწავლეები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

ისინი არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას აწყობენ. ამჯერად კი, ტრადიციული სააღდგომო საქველმოწმედო აქცია გამართეს. მათ ნობათი შეიძინეს და საჭიროებისამებრ დაარიგეს. 

აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. გურანდა დიასამიძე მათ დიდ მადლობას უხდის.

„უფალი შეგიწიროთ. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ამ ნობათის ყიდვა, მირთმევაში მონაწილეობდით.
სიკეთე აბედნიერებს როგორც სიკეთის მქმნელს, ასევე მის მიმღებს. ნურასდროს დაიზარებ სიკეთის კეთებას, ეს ყველაზე ტკბილი მოვალეობაა, რომელიც შეგიძლია საკუთარ თავს დაუწესო“,- წერს გურანდა დიასამიძე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203