„იყავი ბუნების მეგობარი“ - საინტერესო აქტივობა კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში 
18-04-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში, საინტერესო აქტივობა - „იყავი ბუნების მეგობარი“, ჩატარდა.

აქტივობა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე, IV და IV კლასებში გაიმართა, რომელსაც მასწავლებელი სოფიო ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ტყე უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. ბუნება, რომელიც ყველაფერს გვაძლევს ცხოვრებისათვის, ჩვენგან მეგობრობას მოითხოვს. ბუნებასთან მეგობრობა ნიშნავს - „გავუფრთხილდეთ ტყეს!“

როგორც საგანმანათლებლო მართმადიდებლურ ცენტრში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ყურადღებით წაიკითხეს მოთხრობა - „კვირადღე ტყეში“, დეტალურად განიხილეს ეპიზოდები, აღმოაჩინეს ბუნებისათვის რა საშიში შეცდომები დაუშვეს ბავშვებმა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთს აუხსნეს და რჩევები მისცეს, რა უნდა გააკეთონ მსგავს სიტუაციაში და როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას.

ასევე ბავშვებმა ნახატების გამოფენა - „იყავი ბუნების მეგობარი“, მოაწყვეს.

ცენტრში აქტიურად ზრუნავენ, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203