„ილაპარაკე, ოღონდ ქართულად ილაპარაკე!“ - გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე წარმატებით წარდგნენ
19-04-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

მოსწავლეები ამ უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი პროექტის - „ილაპარაკე, ოღონდ ქართულად ილაპარაკე!“ დასკვნით ღონისძიებაში ჩაერთნენ და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიება სენაკის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელი მარიამ ბესიაშვილი გახლავთ. მუსიკალურად კი გააფორმა ქეთევან ფულარიამ.

ღონისძებას ესწრებოდნენ კულტურის ცენტრის დირექტორი - ბაჩო ქუთელია და სხვა ხელმძღვანელი პირები. აგრეთვე, საბავშვო ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203