ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეები სათნოების სახლს სააღდგომო ნობათით ესტუმრნენ
18-04-2023

ბათუმის ელიტური სკოლას - „გორდა“ მოსწავლეები წინასააღდგომოდ ესტუმრნენ და მოინახულეს საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის მცხოვრებნი.

სავანეში სტუმრობის ინიციატორი IIIკლასის მოსწავლეები იყვნენ.

მათ საგაკვეთილო თემა: „სიკეთის გაკვეთილი“ ცხოვრებაში გამოიყენეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, სავანეში მცხოვრებლები სააღდგომო ნობათითა და ტკბილეულით გაახარეს.

აღნიშნული კლასის დამრიგებელი ანი ქილიფთარი გახლავთ.

„ეს იყო ძალიან ბედნიერი და ემოციური დღე , რომელმაც უსაზღვრო შინაგანი სითბოთი და კმაყოფილებით აგვავსო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი საქველმოქმედო აქციები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203