პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
18-04-2023
ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა - გულთამზე ლომუძემ და გურიელი თამლიანმა, მე- 9 კლასის მოსწავლეებთან ერთად, 9 აპრილის გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. გარდა ამისა, სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული გმირების შესახებ წერილები წაიკითხეს და იმღერეს.
აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს