შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მინი მუზეუმი“ მოაწყვეს
18-04-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო დღეებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, შუასურების საჯარო სკოლის მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ძველი ნივთები - ექსპონატები შეაგროვეს და სკოლაში „მინი მუზეუმი“ მოაწყვეს.
ბავშვებმა მოამზადეს მუზეუმისთვის საჭირო გარემო და გამართეს პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ და „დამთვალიერებელთა“ დიდი მოწონება დაიმსახურეს.
დირექციამ მონაწილე მოსწავლეები პრეზენტაციის საინტერესოდ წარმოდგენისთვის სიგელებით დააჯილდოვა.
პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს