რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა
18-04-2023
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აქტივობები მიეძღვნა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის კინოჩვენება გაიმართა. I-IV კლასის მოსწავლეებმა ანიმაციური ფილმები ქრისტეს ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შესახებ ნახეს, V-კლასელებმა კი დიდ ეკრანზე „ლუკას სახარება“ იხილეს. აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინში ოთხშაბათს, ქრისტეს გაცემის დღეს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის გაიმართა კინოჩვენება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203