შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
19-04-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის პირველი და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცეს. მოსწავლეებმა დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ლია მამულაძე და ქეთო დარჩიძე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები, რომელთაც ორგანიზება კლასის დამრიგებელმა - ხათუნა ქამადაძემ გაუწია.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს