
თბილისის N177 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
ამჯერად, მათემატიკის მეტად პოპულარიზაციის მიზნით, π-ის დღე აღინიშნა. პედაგოგმა - ლარისა ქავთარაძემ VIIგ მოსწავლეებს საინტერესო მათემატიკური ღონისძიება შესთავაზა.
„მიუხედავად იმისა, რომ 14 მარტი საგაზაფხულო არდადეგების დღეს დაემთხვა, VIIგ კლასის მოსწავლეებსა და მათ მათემატიკის მასწავლებელს - ლარისა ქავთარაძეს, არ გამორჩენიათ და არც „დაბადების დღე გადაუტანიათ“. დისტანციურ რეჟიმში აღნიშნეს The Pi Day. გაუზიარეს ერთმანეთს საგანგებოდ მომზადებული პოსტერები და ვიდეორგოლი“,- გვიყვებიან სკოლაში.
π-ის დღე მსოფლიოში აღიარებული მათემატიკური დღესასწაულია. პირველად ეს დღე 1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.
იხილეთ ვიდეორგოლი: