კოდის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კვირეული მოეწყო 
18-04-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 7 აპრილი - მსოფლიოს ჯანმრთელობის  საერთაშორისო დღე.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბის - „თანასწორობა“ წევრებმა, სკოლის მოსწავლეებთან და თვითმმართველობასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების კვირეული მოაწყო.

მოსწავლეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები.

VII კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სკოლის ექიმს - ნათია მონადირიშვილს და სამედიცინო კაბინეტს.

შეხვედრის მიზანი იყო -ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. მოსწავლეებმა, ექიმთან ერთად, ისაუბრეს ჯანსაღ კვებაზე, ფიზიკური აქტივობების დადებით მხარეზე და მავნე ჩვევებზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე დამღუპველად მოქმედებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინტერაქციული იყო.

VII კლასის მოსწავლეებმა „სურვილების თასში“ მოათავსეს მისალოცი ბარათები და კეთილი სურვილები გაავრცელეს სკოლის საზოგადოებაში.

კლუბის წევრებმა თანაკლასელებთან ერთად დაამზადეს ბუკლეტები, სადაც დაიტანეს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ და გაავრცელეს სკოლის თემში.

კლუბის წევრებმა სკოლის თვითმმართველობასთან ერთად შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე - „ღიმილი და სიყვარული ჯანმრთელობის საწინდარია“ და გამოაკრეს სკოლის ფოიეში.

ასევე გამოაკრეს ბროშურები მოწოდებით -„ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“. 

სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი ანა პაპაშვილი გახლავთ, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე კი ქეთი ეუაშვილია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203