„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ - თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
18-04-2023
თბილისის N177 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ ტოლეანტობას და კაცთმოყვარეობას ასწავლიან. პედაგოგები ბავშვებს მოუწოდებენ დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი არამედ პატივი სცენ სხვის უფლებებს და სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
შესაბამისად, სკოლაში აღნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
მე-5დ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ვანდა სინაურიძის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ ქრომოსომებს არ ითვლიან.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“, „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!“ - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
„ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ამ გენეტიკური ცვლილების შესახებ, გაეცნენ მითებსა და რეალობას დაუნის სინდრომზე. იმსჯელეს მათი უფლებების დაცვასა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს