ოკამის N2 საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება მოეწყო
18-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებაში V - XII კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა პოეტის ლექსები წაიკითხეს და პრეზენტაცია წარადგინეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203