აგანის საჯარო სკოლის IV კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
18-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

იმართება სხვადასხვა პროექტი თუ ღონისძიება. ამჯერად, საინტერესო აქტივობა დამრიგებელ ვ. კურგინიანის ხელმძღვანელობით, IV კლასში გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ საინტერესო ნომრები წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203