იაღუფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
18-04-2023

დმანისის მუნციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლის დირექტორმა ვაგიფ მუსაევმა გახსნა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

სკოლაში მათ ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებაზე ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - მარეხ მაისურაძემ მოსწაველს კალიგრაფიის კონკურსში მოპოვებული სიგელი გადასცა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე „ჰიმნი დედაენას“ გაჟღერდა.

დღე ემოციური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღდმეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203