მაღლაკის N1 სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდის წარმატება სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებში
18-04-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავავლეებს არაერთ სპორტულ ღონისძიებაში რთავენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სკოლის სასახელოდ არაერთ წარმატებას აღწევენ. 

მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ფრენბურთის შეჯიბრში.  

9 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტში სავანეს საჯარო სკოლაში გაიმართა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშების ფინალური ეტაპი ფრენბურთში ვაჟთა შორის.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ზესტაფონისა და სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის გუნდები, რომელიც მაღლაკელთა გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი, მედლები და სიგელები. მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ გუნდის მწვრთნელები - გივი გუდაძე და იოსებ ფხაკაძე.

მაღლაკის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდი ასპარეზობას ზონალურ თამაშებში გააგრძელებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203