თბილისის N108 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
18-04-2023

თბილისის N108 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტარატურის კათედრის წევრთა ინიციატივით, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულში მონაწილეობდნენ I-XII კლასების მოსწავლეები. კვირეულის მთავარი სათქმელი მუხრან მაჭავარიანის ამ სიტყვებით იყო გადმოცემული:

მრავალჭირვარამგადანახადი, უნატიფესი ენა ქართული, ყველაზე კარგად, რომლის ლაზათი შოთას ლექსშია გამოხატული“.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მრავალი საინტერესო აქტივობა:

  • კალიგრაფიის კონკურსი-ქართული ანბანი-33 ემოცია;
  • კედლის გაზეთების კონკურსი;
  • ლიტერატურული ვიქტორინები;
  • პრეზენტაციები;
  • როლური თამაში, ლიტერატურული;
  • მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები.

ასევე სკოლაში, სახალისო აქტივობები, ნომინაციები, პრესის მიმოხილვა და სხვა მრავალი საინტერესო აქტივობა მოეწყო.

კონფერენცია, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა მონაწილეობით გაიმართა.

კვირეულის მიზანი იყო, ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურისა და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია.

„ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა მადლობას უხდის ქართული ენის კვირეულის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, დირექციას, პედაგოგს!“ -  აღნიშნავენ ხელმძღვანელები.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203