„პროფორიენტაცია - არაფორმალური განათლების გზით“- სართიჭალის N3 სკოლის წამყვანი მასწავლებლის - ნინო სამხარაულის საინტერესო სტატია
18-04-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

ისინი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი ქიმიის წამყვანი მასწავლებელი ნინო სამხარაულია. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ცოდნას იღრმავებენ და ღონისძიებებში ერთვებიან. 

ამჯერად, ნინო სამხარაულმა სტატია - „პროფორიენტაცია-არაფორმალური განათლების გზით“, მოამზადა.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენება, დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ცვალებად ბაზართან  სწორი ადაპტირება წარმოადგენს.

„რადგან ზრდასრული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს პროფესიული საქმიანობა წარმოადგენს, აუცილებელია პროფესია შეესაბამებოდეს ადამიანის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღება კი ამ ყველაფრის წინაპირობაა“,- წერს მასწავლებელი. 

იხილეთ სტატია ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203