ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2023
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
ამჯერად, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-2 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ანჟელა კაზარიანისა და ანაიდ თუმასიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესო ნომრები შეასრულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაქართულენავანი მოსწავლეებიც სწავლობენ, მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლას კი დიდი ყურადღება ეთმობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს