ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის ინიციატივით, ამხანაგური სპორტული შეხვედრები გაიმართა
18-04-2023
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის - ჯაბა კვარაცხელიასა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, მოსწავლეთა ფეხბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეთა გუნდებმა მეგობრული შეხვედრა გამართეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხასკარის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

შეხვედრები ძალზე მხიარულად და აზარტულად მიმდინარეობდა.

მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვება ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოთამაშეებს ერგოთ, ფეხბურთში კი მასპინძლებს.

საბოლოოდ, გაიმარჯვა მეგობრობამ.

ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მასპინძლებს მადლობას უხდიან.

„მადლობა მასპინძლებს. წარმატებები, მოსწავლეებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203