ვერნების საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
18-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგის - ივლიტა ზოიძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მასში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, მათ წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები და გამოთქმები, რომლებიც ამ დღესა და ზოგადად, საქართველოს, „მამულს, ენასა და სარწმუნოებას“ ეხებოდა.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

„ისინი გაეცნენ ინფორმაციას, თუ რატომ აღვნიშნავთ საქართველოში დედა ენის დღეს 14 აპრილს, თუ რა სიყვარულითა და სიმამაცით გამოვიდა, 45 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას. არ დაუშვეს საბჭოთა კონსტისუციის 78-ე მუხლში შეტანილი ის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
მათი გამოსვლებით, მათი აქტიურობით, სიყვარულითა და სიმამაცით დაუმტკიცეს საბჭოთა კავშირს, რომ ქართული მარტო ენა არ არის, რომ:
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! იმოდენაა!
„ძნელია იმ ენის მოსპობა, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელმაც გაუძლო სასანიდურ ირანს, გაუძლო დიდ თურქობას, გაუძლო მონღოლებს. შეუძლებელია ამ სიძველისა და ამ განვითარების ენის ამოთხრა“, 
„მადლობა შენდა, მადლობა შენდა, მადლობა შენდა, დიდო იაკობ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203