„წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა“ - შემეცნებითი კლასის საათი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
18-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგმა, საინტერესო სადამრიგებლო საათი ჩაატარა.

გაკვეთილი VII კლასში მოეწყო თემაზე -„წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი, წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უზრუნველყოფა იყო.

მოსწავლეებმა, ჯგუფურად წარმოადგინეს, წინასწარ მიცემული დავალებები, მოძიებული ინფორმაციები: რა ვიცით წყლის შესახებ? წყლის მნიშვნელობა, წყლის წრებრუნვა, ვირტუალური წყალი, წლის დაბინძურება და საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ.

შემდეგ მასწავლებელმა, წყლის დაზოგვის შესახებ, მოსწავლეებს აჩვენა ვიდეორგოლები:

  • ნუ იქნები მხარჯველი, ერთად დავზოგოთ წყალი!
  • დაზოგე წყალი ვისწავლოთ წყლის დაზოგვა სახლის პირობებში.

ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ თითოეულმა ჯგუფმა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მოიფიქრა და ცხრილში ჩაწერა, რაც შეიძლება მეტი ხერხი, საშუალება, რჩევა, რეკომენდაცია წყლის დაზოგვისა და დაცვის შესახებ. დროის ამოწურვის შემდეგ ჯგუფებმა ნამუშევრები კლასის წინაშე წარადგინეს.

ასევე ამ გაკვეთილისთვის, მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო პოსტერები: „დავზოგოთ წყალი“, „გავუფრთხილდეთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს წყალს“.

მოსწავლეები წყლის თვისებებსა და მნიშვნელობას გაეცნენ, წყლის დაზოგვითი გამოყენების მნიშვნელობა და წყლის დაბინძურებისგან დაცვის აუცილებლობა გააცნობიერეს, გაიაზრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს წყალს ჩვენს პლანეტაზე;  საჭიროა თუ არა წყლის დაცვა და დაზოგვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები შეძლებენ წყლისა და ენერგიის დაზოგვითი ღონისძიებების ჩატარებასა და გარემოსდაცვითი აქტივობების პროპაგანდას.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას დამრიგებელი ხათუნა უსტიაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203