კერძო სკოლაში- „ცოდნა“ მნიშვნელოვანი თარიღები გამორჩეული, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნება. ამჯერად კი, წინასააღდგომო საქველმოქმედო ღონიძიება გაიმართა. აქვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმათულებაა საქველმოქმედო აქტივობებია.
წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვის სლოგანი იყო „სიკეთე გვახალისებს“. ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლი - დირექცია, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია დიდი ხალისით ჩაერთო.
სკოლაში მოსწავლეთა ხელით დამზადებული ულამაზესი სააღდგომო დეკორაციები, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, ნახატები, სამკაულები და უგემრიელესი ტკბილეული გამოიფინა.
ღონისძიების მეორე დღეს სკოლის წარმომადგენლები - დირექტორი ნაზი ნადირაძე, მენეჯერი თიკა ნოზაძე, მასწავლებლები - მარიამ ნადირაძე, მედეია ბოლქვაძე, სალომე ქევხიშვილი, ქეთა ჭუმბურიძე, მოსწავლეებთან ერთად, ავჭალის სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისსა“ და თემში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეწვივნენ. მათ სააღდგომო საჩუქრებით, სიმღერებითა და ლექსებით ერთი დღე გაულამაზეს.
„სიკეთე ჩვენი ცხოვრების მარადიული, უმაღლესი მიზანია“. კერძო სკოლა „ცოდნა“ ყოველთვის დგას სიკეთის სადარაჯოზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
ვიდეო
ვიდეო