
წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგი - ნინო ცარციძე კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა კონფერენციასა და შეხვედრაში აქტიურად და მონდომებით მონაწილეობს.
პედაგოგი მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა. კონფერენციის თემა იყო - „თანასწორობის მიღება“, „ციფრული: ინოვაციები და ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის“.
კონფერენცია 21 საუკუნის ციფრული უნარების პლატფორმაზე, ონლაინ zoom-ის დახმარებით, გაიმართა.
„პირდაპირი ეთერი გადიოდა 21ST DIGI Skillz საერთაშორისო პლატფორმაზე, კონფერენციაში მონაწილეობდა მსოფლიოს 16 ქვეყნის 36 სპიკერი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: