მარტვილის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა
18-04-2023
აზა ადამიას სახელობის ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მე-10 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა ღონისძიება, რომლის ხელმძღვანელი ნანა კვესელავა იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ამ დღის ისტორიის შესახებ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან მურმან წოწორიასთან ერთად დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203