ბათუმის N22 საჯარო სკოლაში სპექტაკლი „კაცია-ადამიანი?!“ დაიდგა
18-04-2023
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნესტან დიასამიძემ მე-7ა და მე-7ბ კლასებში ილია ჭავჭავაძის უკვდავი ნაწარმოები „კაცია-ადამიანი?!“ სპექტაკლის სახით დადგეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები დიდი წარმატებით წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სპექტაკლის მიმდინარეობა ვიდეოზე აღბეჭდეს.
აღსანიშნავია, რომ ნესტან დიასამიძე მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
„სპექტაკლის დადგმის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო როგორც ჩემთვის, ასევე მოსწავლეებისათვის. ვფიქრობ, ასეთი გაკვეთილები უფრო კარგად წარმოაჩენს მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ცოდნას. ვცდილობ, მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა მოსწავლე ამ აქტიობაში. მსგავსი გაკვეთილი როგორც მათ აძლევს სტიმულს, ასევე მეც მაგრძნობინებს მასწავლებლობის სიტკბოსა და უპირატესობას“,- წერს პედაგოგი ნესტან დიასამიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს