
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებსა და საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის VIIIბ კლასში მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობითა და მუსიკის პედაგოგ რუსუდან აბაშიძის ჩართულობით, სპექტაკლი - „მარიტა“ დადგეს.
სპექტაკლი მერვეკლასელებმა გიორგი ლეონიძის მოთხრობის - „მარიტა“ მიხედვით გაითამაშეს.
მათ სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, წარმოდგენამ საინტერესოდ და ემოციურად ჩაიარა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რასაც მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: