შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული საგანმანათლებლო კურსები გაიარეს
18-04-2023
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად კი, სკოლაში WSD PROGRAM-ის 48-საათიანი პროგრამის 2 კურსი დასრულდა. მას პედაგოგი გულნაზი კვინიკაძე, პარტნიორ კოლეჯ „იბერიასთან“ ერთად ახორციელებს. 

ყველაფერმა დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. 

„მინდა მადლობა გადაუხადო კოლეჯ „იბერიის“ ხელმძღვანელობას სახელშეკრულებო ვალდებულებების ნდობისათვის,
სკოლის დირექტორს ნოდარ ოსაძეს, ქალბატონებს - ფატი ჯიქიძეს, ლალი ღამბარაშვილს და თამარ ძნელაძეს, საოცარი გვერდში დგომისათვის. ჩემთვის პროექტი შედგა, რადგან გვერდით მედგა ასეთი კარგი კოლექტივი, გაჩნდა ახალი ურთიერთობები, სკოლის ტექნიკური ბაზა რესურსით შეივსო და რაც მთავარია, ბავშვები კმაყოფილი, ბედნიერი იყვნენ. მადლობა მათ და თითოეული მათგანის მშობელს ნდობისათვის. მახარებს, რომ ცოტაოდენი წვლილი შემაქვს სასკოლო კულტურაში.
ყველას გილოცავთ წარმატებულ პროექტს“,- აღნიშნავს გულნაზი კვინიკაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203