ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა
18-04-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. კვირეული გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახა.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიისა და კედლის გაზეთების კონკურსები, ბოლოს კი გაიმართა შთამბეჭდავი დასკვნითი ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
ღონისძიების ბოლოს სკოლის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს