ნახშირღელის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, საინტერესო პროექტები განხოციელდა
18-04-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მოსწავლეებისათვის საკითხის გაცნობას და ზოგადად გარშემომყოფთა ინფორმირებას. ამ მიზნით, აღნიშნული თემის ფარგლებში თებერვალ-მარტში სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა ორი პროექტი - „წყალი და ჯანმრთელობა“ და „სპორტი და სწორი კვება“.
საკლასო პროექტი განხორციელდა IV-V კლასებში სპორტის მასწავლებლის - შორენა მუმლაძის ხელმძღვანელობით და აღნიშნული კლასების მოსწავლეთა ჩართულობითა და აქტიურობით.
პროექტები მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები, პლაკატები, გამოუშვეს კედლის გაზეთი.
„მიზანს მივაღწიეთ, მოსწავლეებმა გააცნობიერეს საზოგადოების წინაშე დღეს მდგარი პრობლემები კვების რაციონისა და წყლის მოხმარების წესების შესახებ. მოსწავლეებმა კიდევ მრავალ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს