გურკელის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
18-04-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, ფრაზები: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, „სიყვარულო, ძალსა  შენსა“, „უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ“ გააჟღერეს.

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეთა ემოციურად და საინტერესოდ წაკითხულმა ლექსებმა სკოლაში დადებითი ატმოსფერო შექმნა.

ეს დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და ავითარებს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203