ნიგოითის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო
18-04-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში, დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

მოსწავლეებმა, ქართველი ერისთვის, ამ დღის მნიშვნელობა გაიაზრეს და საინტერესო კედლის გაზეთები დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა, ნამუშევრების პრეზენტაცია კლასის წინაშე მოაწყვეს.

აქტივობაში, VI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე ასევე საინტერესოდ აღინიშნა დაწყებით კლასებში, სადაც კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო.

მოსწავლეებისთვის, სამუშაო პროცესი პროდუქტიული და შემოქმედებითი იყო, ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203