ქუთაისის N40 სკოლის II კლასის მოსწავლეებმა სახალისო პროექტზე იმუშავეს
18-04-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, მშობელთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო პროექტი განახორციელეს. 

პროექტში - Eat pancakes! yummy! ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა სახლის პირობებში ბლინები მოამზადეს, პროცესი კი ვიდეოზე აღბეჭდეს. მათ დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეთა კლასის დამრიგებელი ქეთევან გედენიძე, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე საგანელიძე გახლავთ.

როგორც სკოლაში ამბობენ, ეს პროექტი მოსწავლეებისთვის ერთგვარი მოტივაცია იყო და ტრანსფერული უნარების განვითარებას შეუწყო ხელი.

„მოგეხსენებათ, რომ მასწავლებელი ორიენტირებულია მოსწავლეებმა მიიღონ არა მარტო ცოდნა, არამედ მიღებული ცოდნის რეალიზება და რეალურ სამყაროსთან დაკავშირება შეძლონ. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203