ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს 
18-04-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად მათ, ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით, ღონისძიება - „აღდგომის წმინდა დღესასწაული“ მოაწყვეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, თემატური ნომრები შეასრულეს და საზეიმოდ გამოეწყვნენ. 

ღონისძიებაზე იყო შესაბამისი ნობათიც. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, რაც აქტივობის ხარისხზეც აისახა. 

საბოლოოდ, ყველაფერმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა კი შექება დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203