ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს 
18-04-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავან. 

გამონაკლისი, რასაკვირველია, არც ქართული ენის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლილიტ კარაგულიანთან ერთად, ღონისძიება გამართეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203