ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნებით დასაჩუქრდნენ
13-04-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება შესაბამისი აქტივობები.
სკოლაში ცდილობენ, რომ თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემო შექმნან. ამჯერად, მათ საქველმოქმედო ორგანიზაცია - „მთიელი წიგნები“ ესტუმრა. მათმა ვიზიტმა ყველა ძალიან გაახარა. მოსწავლეებმა მათთვის სასურველი წიგნები აირჩიეს და საჩუქრად მიიღეს.
ამ ყველაფერმა კი მათი მოტივაცია და სწავლის სურვილი კიდევ უფრო გაზარდა.
„თებერვლის ცრიატი დღე გააფერადა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტუმრობამ. დიდი მადლობა „მთიელი წიგნების" გონიერ, ხალისიან და თბილ ახალგაზრდებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს