ერკეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პროექტული სწავლების ფარგლებში, ხეხილის მყნობა რამდენიმე ხერხით ისწავლეს
13-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებსა და გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა - ნიკოლოზ კალანდაძემ პროექტული სწავლების ფარგლებში, ხეხილის მყნობა რამდენიმე ხერხით შეასწავლა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებს სამეწარმეო საქმიანობის უნარები განუვითარდათ. 

„მათ ასევე შეიძინეს ცოდნა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ, სკოლის ეზოს კი დაამშვენებს ნორჩი და მრავალფეროვანი ხეხილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​აქტივობაში მეათეკლასელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საჭირო უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203