ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
13-04-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ღონისძიებებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღნილი პრეზენტაცია ჩატარდა.
პრეზენტაციაზე - „14 აპრილი-დედა ენის დღე“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეებს ქართული ენისა და დამწერლობის მნოშვნელობა გააცნო.
„მსმენელებმა თანმიმდევრობით მოისმინეს ქართველური ენებისა და ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო უძველესი დამწერლობის ძეგლების ფოტოები, რითაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს გაუმარტივდათ მოსმენილის აღქმა.
ამის შემდეგ მასწავლებელმა ამომწურავად ისაუბრა 1978 წლის მოვლენებზე, რომელსაც თან ახლდა საარქივო ფოტომასალა.
„პრეზენტაციაზე ასევე ბავშვებმა წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რომელიც დიდი რუდუნებითა და მონდომებით შექმნეს, მათ ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო-ბგერა გააფორმეს ისე, რომ სანახავად არაჩვეულებრივი რამ იყო და აგრეთვე წაიკითხეს ლექსები, რომელიც ქართულ ენაზე დაწერეს ჩვენმა ძვირფასმა მგოსნებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ ასე გამოხატეს დედაენისადმი სიყვარული.
„ამ მოკრძალებული ღონისძიებით სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მშობლიური დედაენის მიმართ ერთგულება და სიყვარული“, - ამბობენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს