
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა იმართება.
მათ შორის სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს სასკოლო პროექტი - „სიკეთე გადამდებია“, რომლის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და დირექციის ორგანიზებით შეგროვდა ტანისამოსი, სათამაშოები, უფუჭებადი პროდუქტი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასევე დათესეს ჯეჯილი, დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები, რომლის გაყიდვის შედეგად აღებული თანხით იყიდეს სააღდგომო სურსათი და გადაწყვიტეს სოციალურად დაუცველი ოჯახების გახარება.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში სააღდომო აქსესუარები შევიძინეთ და სკოლის 10 სსსმ მოსწავლეს გადავეცით. ვფიქრობთ, პატარები ძლიერ გავახარეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლები: მ.ჩიკვაიძე, ა. პაპავა, მ.ჯიმშელეიშვილი, ე.ლიპარტელიანი, ლ.ჯომიდავა და ქ.მიკირტიჩიანი.
მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: