აბედათის საჯარო სკოლის მოსწავლეები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ
13-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობები ხშირად იმართება, რაც მათ მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მოსწავლეები მარტვილის თოჯინების თეატრს ესტუმრნენ, მათ სპექტაკლი „წითელქუდა“ ნახეს, დრო სასიამოვნოდ გაატრეს, შთაბეჭდილებით დაიტვირთნენ და გაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტმა დიდი წარმატებით ჩაირა. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მათ სპექტაკლის მიმართ ინტერესი გამოავლინეს.
საყურადღებოა, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს