„დედაენა ერთია! დედაენა ღმერთია!“ - თბილისის N178 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს 
13-04-2023

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს მონდომებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში 1-ელი კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი თინათინ პაპუაშვილი გახლავთ, დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელები დედაენის დღეს სიტყვებით - „დედაენა ერთია! დედაენა ღმერთია!“ ეხმიანებიან.

ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

„პატარებმა დაამზადეს ბარათები და მოაჩუქურთმეს ქართული ასო-ბგერები. ასევე, ვისაუბრეთ დედაენის მნიშვნელობაზე და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე გაიხსენეს, რომ 14 აპრილი დედაენის დღედ 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად 1990 წლიდან დაწესდა.

მსავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203